ჩვენ მიერ შესრულებული ბოლო პროექტები

იხილეთ სრულად

ვებ-პროექტზე მუშაობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს

1. მიზნის განსაზღვრა

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია და მისი გადაფასება შეუძლებელია. იმის მიხედვით, თუ რა დანიშნულებას უნდა ასრულებდეს და რა მიზანს ემსახურებოდეს ვებ გვერდი, იქმნება პროექტი, ამიტომ ამ ეტაპზე ვარკვევთ, თუ “რა უნდა მოგცეთ ახალმა ვებ გვერდმა”. დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ..

2. დაგეგმვა

თქვენი გემოვნების, თანამედროვე თრენდების და ვებ გვერდის აუდიტორიის გათვალისწინებით გთავაზობთ დიზაინის რამდენიმე ვარიანტს. განვსაზღვრავთ ვებ გვერდის ფუნქციონალს და ტექნიკურ მხარეს და ამის მიხედვით ვაყალიბებთ დროში გაწერილ შესასრულებელ სამუშაოთა ნუსხას.

3. გეგმის შესრულება

შერჩეული ფუნქციონალის და დიზაინის შესაბამისად ვმართავთ ვებ გვერდის ძრავს, ვახდენთ ყველა საჭირო მოდულის და სისტემის ინტეგრაციას და რაც მთავარია წინასწარ შეთანხმებულ ვადებში ვასრულებთ ვებ-გვერდზე მუშაობის ძირითად ეტაპს.

4. ტესტირება

ეს არის ეტაპი როცა უკვე სახეზეა ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგი. საჭიროა მხოლოდ მისი ტესტირება, რომ დავრწმუნდეთ ყველა ფუნქციის, მოდულის და ინტერფეისის 200%-ით გამართულობაში. ამ ეტაპზე უკვე თქვენც შეგიძლიათ აქტიურად ჩაერთოთ თქვენი სურვილის შემთხვევაში.

5. პროექტის ჩაბარება

მას შემდეგ რაც ყველა დეტალი შემოწმებულია ვებ გვერდს ვუშვებთ “ღია ინტერნეტში”.

ჩვენ მზად ვართ თქვენი ნებისმიერი იდეა რეალობად ვაქციოთ!

ჩვენი გუნდი თქვენს სამსახურშია

დაგვიკავშირდით